ვაკანსია პროექტების მენეჯერის პოზიციაზე


2015-10-27

პოზიცია: პროექტების მენეჯერი

სამუშაო პოზიციაზე არსებული მოვალეობები:

1.პროექტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

2.სამუშაოს შესრულების აქტების (ფორმა #2, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია) მომზადება და დამკვეთისათვის წარდგენა;

3.სამშენებლო გრაფიკების მომზადება და მათი კონტროლი;

4.საჭიროების შემთხვევაში ნახაზების შედგენა;

5.სამუშოების შესრულების შესახებ პერიოდული დეტალური ანგარიშების მომზადება;

6.პროექტის მასალათა რეესტრების მომზადება, კომპანიის შესყიდვის სამსახურისთვის წარდგენა, მოძიებული მასალების და შესაბამისი ალტერნატივების დამკვეთისათვის შეთანხმება

7.საპროექტო დოკუმენტაციის (ხარჯთაღრიცხვა, ნახაზები) ანალიზი, საჭიროების შემთვევაში შესაძლო გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების მომზადება

8.სამშენებლო ობიექტზე არსებული პერსონალისა და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, შესაბამისი მითითებების მიცემა და წარმოქმნილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტულებების მომზადება

9.დამკვეთთან კომუნიკაცია პროექტის ფარგლებში წარმოშობილ სხვადასხვა თემატიკაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1.საინჟინრო-ტექნიკური განათლება

2.სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება

3.სამშენებლო პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

4.წინა ორი სამუშაო ადგილიდან შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი

5.ინგლისური ენაზე თავისუფლად წერა და საუბარი

6.Microsoft Excel, Microsoft Word, Microsoft Project და AutoCAD-ში თავისუფლად მუშაობა.

პიროვნული მახასიათებლები

1.ენერგიულობა

2.შრომისმოყვარეობა

3.პუნქტუალურობა

4.პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

5.გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე  office@dagi.ge

 05.11.2015 - მდე

http://jobs.ge/102595/