ვანში ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა იწყება


2016-10-18

სამშენებლო კომპანია „დაგი" იწყებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის მიხედვით, აშენდება ოთხსართულიანი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტის შენობა. საგამოფენო სივრცის გარდა იგეგმება საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ზონების მოწყობა. მუზეუმს ექნება კაფე და სამუზეუმო მაღაზია. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.