მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. აეროპორტმა უკვე პირველი თვითმფრინავი მიიღო, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.
ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.