სამშენებლო კომპანია "დაგი", საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ახორციელებს საბაგირო გზების რეაბილიტაციას ქალაქ ჭიათურაში. სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჭიათურაში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი - გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტიონ ბუაძე.