ზუგდიდში სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


2017-03-14

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად ხორციელდება მოედნის საფარის მოწყობა და დამხმარე სათავსოების მშენებლობა .სამუშაოს სამშენებლო კომპანია „დაგი" ახორციელებს.

სტადიონი 7200 მაყურებელზეა გათვლილი .
სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგებისა და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები და მსაჯების ოთახები