ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება


2018-08-02

სამშენებლო კომპანია „დაგი" 2018 წლის 26 ივლისს გამარჯვებულად გამოვლინდა ტენდერში, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მშენებლობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში. დამკვეთი სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა".სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლის 24 იანვარს იგეგმება. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.