სამშენებლო კომპანია „დაგი", რომელიც წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, დაარსდა 2003 წელს და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი.
კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოებს.
Copyright © 2022 Created By Integral Web Studio.